იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ დაადასტურა, რომ 2019-20 წლების სეზონში სერია A-ს გამარჯვებული აუცილებლად გამოვლინდება, თუნდაც სეზონი კორონავირუსის გამო არ დასრულდეს.
„ჩვენ ვისურვებდით სეზონი მინდორზე დაგვესრულებინა. ამის გამო განვიხილეთ ფიფასთან იმ კონტრაქტების გახანგრძლივების საკითხი, რომლებსაც ვადა 30 ივნისს ეწურება. ჩვენ გადაწყვეტილება უნდა ვიპოვნოთ. იდეალური სიტუაცია იქნება – სეზონის 30 ივლისს დასრულება. მაგრამ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებსა და მეცნიერების აზრს.
თუ ჩვენ ვერ შევძლებთ სეზონის დასრულებას, მაინც გვაქვს სურვილი განვსაზღვროთ გამარჯვებული. ერთ-ერთი კლუბი გახდება ჩემპიონი. ასევე გამოვლინდებიან გუნდები, რომლებიც მოხვდებიან ევროთასებზე ან დატოვებენ სერია A-ს. მაგრამ ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება“, – განაცხადა გრავინამ „ფუტბოლ იტალიასთან“ კომენტარში.