სეტის წაუგებლად - საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასზე ლიხტენშტაინიც დაამარცხა #1TVSPORT
სეტის წაუგებლად - საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასზე ლიხტენშტაინიც დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა წევრებმა დევისის თასის III ჯგუფში მეორე მატჩი ისე მოიგო, რომ სეტი არ დაუთმია. 22 ივნისს ქართველებმა სომხეთის ნაკრებს 3:0 სძლიეს, ამჯერად კი ლიხტენშტაინთან ამავე ანგარიშით გაიმარჯვეს.

ალექსანდრე ბაკშიმ ორ სეტში 6:0, 6:2 სძლია ერიკ პაპარდს, ხოლო საბა ფურცელაძემ ანდრეი სპასოიევიჩს 6:1, 6:2 აჯობა.

წყვილებში ბაკში/ტყემალაძის დუეტმა ბესიმო/სპასოიევიჩი დაამარცხა – 6:1, 6:2.

ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ლიხტენშტაინსაც 3:0 სძლია და ჯგუფში პირველი ადგილისთვის მატჩში კვიპროსს დაუპირისპირდება.

საქართველოსთან ერთად დევისის თასის III ჯგუფში მასპინძელი მონტენეგრო, სომხეთი, კვიპროსი, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მოლდოვა და ჩრდილოეთ მაკედონია თამაშობენ. წილისყრის შედეგებით, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა და კვიპროსს, სომხეთსა და ლიხტენშტეინს ეთამაშება.

აღნიშნული 8 ნაკრებიდან 3 საუკეთესო (ჯგუფის საუკეთესოებს პლუს მეორეადგილოსნებს შორის გამარჯვებული) მეორე ჯგუფის პლეი ოფში მიიღებს მონაწილეობას, სამი გუნდი ისევ მესამე ჯგუფში დარჩება, ხოლო 2 უარესი ნაკრები მესამედან მეოთხე ლიგაში დაქვეითდება.