ჩოგბურთი | საბა ფურცელაძე შენჟენის ჩელენჯერის ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ჩოგბურთი | საბა ფურცელაძე შენჟენის ჩელენჯერის ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე ჩინეთის ქალაქ შენჟენში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

მერვედფინალში 23 წლის ჩოგბურთელმა ATP-ის რეიტინგში 110-ე ადგილზე მყოფი ბრიტანელი ბილი ჰარისი ორ სეტში, 6:4, 7:6 (7:5) დაამარცხა.

საბას მომდევნო მეტოქე 35 წლის ჩინელი ბაი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 280-ე ადგილზეა. მან მერვედფინალში ინდოელ ჩოგბურთელს სძლია.

ამ მომენტისთვის საბა ფურცელაძე კლასიფიკაციაში 424-ე პოზიციას იკავებს, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.