სერხიო რამოსი პსჟ-ში გადასვლაზე - ამაყი ვარ, რომ ამ ამბიციური პროექტის ნაწილი გავხდი #1TVSPORT
სერხიო რამოსი პსჟ-ში გადასვლაზე - ამაყი ვარ, რომ ამ ამბიციური პროექტის ნაწილი გავხდი #1TVSPORT

სერხიო რამოსმა „პარი სენ-ჟერმენში“ გადავლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

შეგახსენებთ, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა და გამოცდილმა მოთამაშემ „რეალი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და რამდენიმე დღის წინ პარიზული გრანდის რიგებს შეუერთდა.

„ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ს რიგებს შევუერთდი. ამ ტრანსფერმა ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილება შეიტანა და ახალი გამოცდის წინაშე ვარ“, – ამბობს სერხიო რამოსი, – „ამაყი ვარ, რომ ამ ამბიციური პროექტისა და შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის ნაწილი გავხდი.

პსჟ-მ უკვე აჩვენა თავისი ძალიან მაღალი დონე. მსურს, გუნდთან ერთად განვვითარდე და ტიტულები მოვიპოვო“.