პსჟ-ს პრეზიდენტი რამოსის ტრანსფერზე - ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია #1TVSPORT
პსჟ-ს პრეზიდენტი რამოსის ტრანსფერზე - ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია #1TVSPORT

სერხიო რამოსმა „სამეფო კლუბი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებს შეუერთდა.

პარიზული კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ჰელაიფმა თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და გამოცდილი მოთამაშის ტრანსფერი შეაფასა და რამოსის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„პსჟ მიესალმება ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელს. ბედნიერები ვართ გამცნოთ, რომ ჩვენს რიგებს სერხიო რამოსი შეუერთდა, – აცხადებს პარიზული კლუბის პრეზიდენტი.  – სერხიო სრულყოფილი მოთამაშეა და ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ფეხბურთის ისტორიაში.

ის ნამდვილი ლიდერი და პროფესიონალია. რამოსის დიდი გამოცდილება და ამბიციები სრულად ემთხვევა ჩვენი კლუბის მიზნებს.

ამაყი ვარ, რომ ის „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ჩვენი გულშემატკივრები რამოსს ფანტასტიკურ დახვედრას მოუწყობენ“.

დატოვე კომენტარი