სერია A-ს 26-ე ტურის მატჩებში დავიდე ასტორის ხსოვნას მიაგებენ პატივს
სერია A-ს 26-ე ტურის მატჩებში დავიდე ასტორის ხსოვნას მიაგებენ პატივს

იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩებში, რომელიც უახლოეს უქმეებზე გაიმართება, პატივს მიაგებენ ფიორენტინას მცველ დავიდე ასტორის ხსოვნას. ამის შესახებ წერს ფუტბოლ იტალია (Football Italia). ყოველი თამაშის მე-13 წუთზე, სტადიონების ტაბლოებზე ერთი წლის წინ გარდაცვლილი ფეხბურთელის ფოტო გამოისახება.

ასტორის ფოტო ტაბლოზე 13 წამის განმავლობაში იქნება აღბეჭდილი. ამ აქციისას თამაშები არ გაჩერდება.

დავიდე ასტორი 2018 წლის 4 მარტს, უდინეს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.