სერგო რატიანი - 2012 წლიდან „ქართული ოცნების” სავიზიტო ბარათი პოლიტიკური დაპატიმრებებია, მიხეილ სააკაშვილის დევნა ამ დროიდან იწყება
სერგო რატიანი - 2012 წლიდან „ქართული ოცნების” სავიზიტო ბარათი პოლიტიკური დაპატიმრებებია, მიხეილ სააკაშვილის დევნა ამ დროიდან იწყება

2012 წლიდან „ქართული ოცნების” სავიზიტო ბარათი პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური დაპატიმრებებია, მიხეილ სააკაშვილის დევნა ამ დროიდანვე იწყება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ მიხეილ სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნაზე ინტერპოლმა უარი განაცხადა, რადგან საკმარისი სამხილები არ იყო.

„ეს სიტუაცია ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყნის პოლიტიკურ გარემოს და დემოკრატიას აზიანებს. ასევე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს“, – განაცხადა რატიანმა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.