სერგო რატიანი - კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებით, თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა​
სერგო რატიანი - კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებით, თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა​

სახალხო დამცველის საქმიანობა კონფიდენციალურია, თეა წულუკიანმა ეს პირობები დაარღვია და ამისთვის უნდა აგოს პასუხი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სერგო რატიანის თქმით, ვის შეხვდება სახალხო დამცველი, ეს თავად ომბუდსმენის გადასაწყვეტია.

„თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა, როდესაც გაასაჯაროვა გარკვეული ფაქტები, რომელიც კონფიდენციალურია. ზოგადად სახალხო დამცველის საქმიანობა, ვის ხვდება და ვის არა, არის მისი გადასაწყვეტი და ეს არის კონფიდენციალური. თეა წულუკიანმა ეს პირობები და კანონი დაარღვია და ამისთვის უნდა აგოს პასუხი. მისი შურისძიება, მისი ბოღმა სრულიად აშკარაა. პოლიტიკური დაპირისპირება და დევნა ამჯერად სახალხო დამცველის, ეს უკვე არის რაღაც ახალი, ეგზოტიკა ჩვენს ცხოვრებაში. ამ დღეებში ორჯერ დაარღვია კანონი იუსტიციის მინისტრმა. პირველად, მან ფაქტობრივად ქურდულ სამყაროს და მაყურებლებს მისცა ინფორმაცია, სად და ვისთან არის შეხვედრები. მეორე შემთხვევაში კი, წულუკიანმა სახალხო დამცველის შეხვედრებთან დაკავშირებით ინფორმაციის გააჟღერა და ჩაერია მის ქმედებებში“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

ნინო ლომჯარიამ გუშინ განაცხადა, რომ სახალხო დამცველსა და პატიმრებს შორის არსებობს კონფიდენციალობა და შეხვედრის შესახებ საჯაროობასთან დაკავშირებით თანხმობა არ აქვს. ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური N9 დაწესებულებაში საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ნინო ლომჯარია ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და კახაბერ ნაკანს შეხვდა, გურამ დონაძემ კი შეხვედრაზე უარი განაცხადა.