სერგო მეთოფიშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარვადგინეთ კანდიდატი, რომელიც თავისი კარიერული წარმატებით ამ თანამდებობის ღირსია
სერგო მეთოფიშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარვადგინეთ კანდიდატი, რომელიც თავისი კარიერული წარმატებით ამ თანამდებობის ღირსია

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, ჩვენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად წარმოვადგინეთ ადამიანი, რომელიც თავისი კარიერული წარმატებით ამ თანამდებობის ღირსია, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა.

როგორც სერგო მეთოფიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ისტორიაში პირველად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა შეირჩა არაპოლიტიკური ნიშნით.

„კანდიდატურა შეირჩა არა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ის ახლოს არის ან მომხრეა რომელიმე პარტიის, არა იმიტომ რომ ის არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, როგორც ცოტა ადრეულ წლებში ვხედავდით ამას, როგორ წარმოადგინა თავისი ადმინისტრაციის თანამშრომელი პრეზიდენტმა. ჩვენ წარმოვადგინეთ ღირსეული კანდიდატურა, რომელიც თავისი კარიერული ზრდისა და კარიერული წარმატებების საფუძველზე დაიმსახურა, დაამტკიცა, რომ არის ღირსეული იყოს ამ თანამდებობაზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. ჩვენ წარმოვადგინეთ კანდიდატურა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ის თავისი კარიერული წარმატებით ამ თანამდებობის ღირსია“, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართა.