სერგო ჩიხლაძე - თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი არ უნდა იყოს აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“
სერგო ჩიხლაძე - თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი არ უნდა იყოს აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად მხარს დაუჭერენ ალტერნატიული მესამე ცენტრის კანდიდატს.

როგორც ჩიხლაძე ამბობს, დედაქალაქის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი არ უნდა იყოს აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ფიქრობს, რომ უნდა იყოს მძლავრი ოპოზიციური კანდიდატი, უნდა იყოს მძლავრი ე.წ. მესამე ოპოზიციური ცენტრის კანდიდატი, რომელიც პირდაპირ აფილირებული არ იქნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან ჩვენ ეს სცენარი უკვე ვიცით. როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რაც არ უნდა ბევრი სხვა პარტიის მიერ მხარდაჭერილი იყოს, რჩება პირისპირ „ქართულ ოცნებასთან“, ის ყოველთვის მარცხდება. ეს არის განვლილი რვა წლის გამოცდილება. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ მძლავრ ალტერნატიულ კანდიდატზე. ეს შეიძლება არ იყოს პირდაპირ „სტრატეგია აღმაშენებლის“ კანდიდატი, მაგრამ ასეთი კონსულტაციები გვაქვს და ჩვენ მხარს დავუჭერთ მსგავს კანდიდატს, ალტერნატიულ მესამე ცენტრის კანდიდატს. ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომელიც იქნება ალტერნატივა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“. შესაბამისად, ასეთი შეთანხმებული „მესამე“ კანდიდატი თუ იქნება, ეს იქნება ყველაზე იდეალური ვარიანტი. ეს თუ არ მოხერხდა, სხვადასხვა პარტიებს ეყოლებათ სხვადასხვა კანდიდატი“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

დატოვე კომენტარი