სერგო ჩიხლაძე - სერბული მოდელი მოლაპარაკებების მაგიდაზე ჯერჯერობით განხილვის საგანი არ არის
სერგო ჩიხლაძე - სერბული მოდელი მოლაპარაკებების მაგიდაზე ჯერჯერობით განხილვის საგანი არ არის

სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რო ხელისუფლებისგან შეთავაზებებსა და შემხვედრ წინადადებებს ელოდებიან. მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მსჯელობა, თუ რამდენად ადეკვატურია ეს შეთავაზება.

„საერთო ოპოზიციური ფორმატში რაც გვქონდა კონსულტაციები ეს იყო და ბოლო კონსულტაციაზე საერთო ოპოზიუციურად შევთანხმდით, რომ წინადადებები იყო იგივე, რაც აქამდე. ველოდებით შემოთავაზებას, შემხვედრ წინადადებებს „ქართლული ოცნებისგან“ და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად ადეკვატურია ესა თუ ის შეთავაზება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება სერბულ მოდელს, როგორც ჩიხლაძე ამბობს, ჯერჯერობით ეს საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე განხილვის საგანი არ არის. მისივე თქმით, თუ ამაზე მმართველი გუნდი იმსჯელებს, შემდეგ თავადაც ჩაერთვებიან, თუ რამდენად მისაღები იქნება და რა ფორმით დასახელებული მოდელი.

„რაც შეეხება სერბულ მოდელს, გამოითქვა ეს აზრი შეხვედრებზე, მაგრამ ამაზე მოლპარაკებები არ ყოფილა და შესაბამისად, ეს ჯერჯერობით განხილვის საგანი მოლაპარაკებების მაგიდაზე არ არის.  თუ ამაზე „ქართული ოცნება“ იმსჯელებს, შემდეგ ჩვენც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად მისაღები იქნება,  რა ფორმით და როგორ. პრინციპულად წინააღმდეგი ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ვართ, თუმცა ისე ნუ გავიგებთ, თითქოს ეს წინადადება მოვიდა და ჩვენ ამაზე ვმჯელობთ ან თანხმობა გვაქვს.

სერბულ მოდელთან ერთად ბევრ სხვა მოდელზე, სხვა ვარიანტებზე გვიმსჯელია. ეს სერბული მოდელი ითქვა როგორც ვარანტი, როგორც ჩვენ კომპრომისული ვარიანტები შევთავაზეთ, იგივე პლებისციტი, თუ ვერ ვთანხმდებით, ხალხს ვკითხოთ. ასევე გაიჟღერა აზრმა, რომ 2024 წელს არ უნდა იყოს არჩევნები, ამაზე ყველა თანხმდება, უფრო კომპრომისული ვარიანტი, როდის შეიძლება იყოს, 2021 წლის შემოდგომაზე 2022 წლის გაზაფხული, ასეთ ვარიანტებზე იყო მსჯელობა. დადებითი ამ მოდელს ის აქვს, რომ კომპრომისულია ერთი მხარისთვის, წაგებაში არ ჩაეთვლება არც ერთ მხარეს და ეს პერიოდი იქნება საკმარისი, რომ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო მოწესრიგდეს, ადმინისტრაციების დაკომლექტება, თუმდაც ეს მოდელი ჩატარდეს სამართლიანად. ახლა პირობითად ხვალ რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, თუ იგივე წესებით ჩატარდა, თამარ ჟვანიამ და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ჩაატაროს, მაშინ ასეთ ვადამდელსაც აზრი არ ექნება“, – განაცხადა ჩიხლაძემ.