სერგო ჩიხლაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში, ეს სჭირდება საპარლამენტო საქმიანობას
სერგო ჩიხლაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში, ეს სჭირდება საპარლამენტო საქმიანობას

უახლოეს პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ გვაცნობებს გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ჩიხლაძის თქმით, შეთანხმება უკვე სრულდება.

„რაც შეეხება მიშელის დოკუმენტს, ის უკვე სრულდება. ორი პოლიტპატიმარი არის თავისუფალი, საარჩევნო კანონზე მიმდინარეობს მუშაობა და პოზიციების დაახლოება. თუ ოპოზიციური პარტიები ერთობლივად და ერთიანი ძალებით ვიმუშავებთ, პროცესი დაჩქარდება. რაც შეეხება მელია-სააკაშვილის შეხვედრას, უახლოეს პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ გვაცნობებს გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში, ეს სჭირდება საპარლამენტო საქმიანობას“, – განაცხადა ჩიხლაძემ.