სერგო ჩიხლაძე - დიდი ალბათობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები იანვარში გაგრძელდება 
სერგო ჩიხლაძე - დიდი ალბათობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები იანვარში გაგრძელდება 

დიდი ალბათობით, იანვარში გაგრძელდება მოლაპარაკებები, რადგან „ქართული ოცნება“ თავადაც ხედავს, როგორ ღრმა კრიზისში არიან თვითონაც, ქვეყანაც და ასევე იზრდება წნეხი მასზე როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  ერთპარტიული პარლამემტის პირობებში, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აბსურდულია, რის გამოც ხელისუფლება იძულებულია, გონივრული და რაციონალური წინადადები შესთავაზოს ოპოზიციას.

„ფაქტია, ახალ წელს ვხვდებით ისე, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი არ გამართულა, პოლიტიკური შეთანხმება მიღწეული არ არის. ამიტომ 2021 წლის იანვარი ფაქტობრივად, იწყება იმავე კრიზისით, რომელშიც დღეს ვიმყოფებით.

დიდი ალბათობით, იანვარში გაგრძელდება ეს მოლაპარაკებები, რადგან „ქართული ოცნება“ თვითონაც ხედავს, როგორ ღრმა კრიზისში არიან თვითონაც, ქვეყანაც და ასევე იზრდება წნეხი მასზე როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედანაც. შესაბამისად,როდესაც ამბობენ რომ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოვხატოთ ან განაცხადი გავაკეთოთ, ეს აბსურდი იქნება ერთპარტიული პარლამემტის პირობებში, ასე რომ, ისინი იძულებული არიან და მოდის მესიჯები უკვე, რომ წამოვიდნენ მოლაპარაკებებზე გონივრული და რაციონალური წინადადებით, რაზეც რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ და გვექნება მოლაპარაკება. იანვარში სავარაუდოდ, გაგრძელდება ეს მოლაპარაკებების პროცესი“, – განაცხადა ჩიხლაძემ.