სერგო ჩიხლაძე - 7 ნოემბრის აქციაში არანაირი მონაწილეობა არ მიგვიღია არც მე და არც ჩემს პარტიას, დისკომფორტი რატომ უნდა იყოს
სერგო ჩიხლაძე - 7 ნოემბრის აქციაში არანაირი მონაწილეობა არ მიგვიღია არც მე და არც ჩემს პარტიას, დისკომფორტი რატომ უნდა იყოს

ჩემთვის დისკომფორტი რატომ უნდა იყოს, მე ან ჩემი პარტია რა შუაშია ვართ 7 ნოემბრის აქციასთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ ოპოზიციამ აქცია 7 ნოემბერს დაანონსა, მისთვის დისკომფორტს არ წარმოადგენს.

„ჩემთვის არ არის დისკომფორტი, რადგან 7 ნოემბრის აქციაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია არც მე, არც ჩემს პარტიას, არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვყოფილვარ არც მაშინ, არც ახლა. თარიღი თარიღია, მთავარია, რა შინაარსით იქნება შევსებული ეს თარიღი“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

დღევანდელ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია აქციას 7 ნოემბერს გამართავს.