სერგი კაპანაძემ საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი ჯგუფის შეხვედრა დატოვა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი ჯგუფის დღევანდელი შეხვედრა დატოვა.
როგორც ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ განუცხადა, „ევროპული საქართველოს“ მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანაში პროპორციული სისტემა 2020 წლიდან ამოქმედდეს. მისი თქმით, „არ შეიძლება, დიდი საკითხები პატარა საკითხების მძევალი იყოს“.
დეპუტატი ამბობს, რომ „ვროპული საქართველოს“ სამუშაო ფორმატში საქმიანობა დამოკიდებული იქნება სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგზე და იმაზე, რა ცვლილებების განხორციელებას აპირებს მმართველი გუნდი.