პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა მიმდინარეობს
პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან როგორც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მმართველი გუნდის ლიდერები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება თემატიკას, მხარეები დღეს იმსჯელებენ საარჩევნო თემატიკაზე განსახორციელებელ ცვლილებებზე.

არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და პროპორციული სისტემა სრულად 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, განხორციელებული ცვლილებები იქნება კოსმეტიკური და ფარსი.

მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციის წევრების განცხადების საპასუხოდ აცხადებენ, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი სწორი არ არის. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციამ სამუშაო ფორმატი დატოვოს.

დატოვე კომენტარი