სერგი კაპანაძე - პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოს პარტნიორები მწვავე შეფასებებს აკეთებენ, თუმცა კონგრესმენების ეს მოხსენება განაჩენივითაა
სერგი კაპანაძე - პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოს პარტნიორები მწვავე შეფასებებს აკეთებენ, თუმცა კონგრესმენების ეს მოხსენება განაჩენივითაა

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა კონგრესმენები, საქართველოს პარტნიორები მწვავე შეფასებებს აკეთებენ, თუმცა აღნიშნული მოხსენება განაჩენივითაა.

„პრაქტიკულად, მათ თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში და ძირს უთხრის ქვეყანას. ეს განაჩენი ქართველმა ხალხმა ოქტომბრის არჩევნებზე უნდა არასრულოს, რადგან სრულიად წარმოუდგენელია, ქვეყნის მართვა გააგრძელოს ადამიანმა, რომლის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება აქვთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს.

ძალიან ნათელია, ვის უჭერს მხარს დასავლეთი, ვის არ უჭერს მხარს და ძალიან ნათელია, რომ ივანიშვილის ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა სრულ კრახამდე, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც არის ეს ძალიან შემაშფოთებელი და ძალიან მწვავე მოხსენება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.