სერგი კაპანაძე – არ არის აუცილებელი, საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციები სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ გასცეს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ არ არის აუცილებელი, რეკომენდაციები კომისიის სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ გაიცეს.
როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, დღეს კომისიის სხდომაზე განიხილება რეკომენდაციები, რის შემდეგაც ზვიად კუპრავას დაკითხავენ.
„რეკომენდაციები თანხვედრაშია რეგლამენტთან. შეიძლება ვიღაცას ინტერპრეტაცია ჰქონდეს ცალკეულ მუხლთან, მაგრამ კომისიას ეს შეუძლია. რეკომენდაციები არ არის აუცილებელი, გაიცემოდეს სამუშაოს დასრულების შემდეგ. კომისიას ასევე შეუძლია რეკომენდაციების გაცემა მუშაობის პროცესშიც. კომისია მუშაობს რამდენიმე კვირაა, რეკომენდაციები შემუშავებულია საქმის მასალების მიხედვით. რაც შეეხება კუპრავას, ეს ტექნიკური საკითხია და როდის მოხდებოდა მისი დაკითხვა მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა კაპანაძემ.