სერგი კაპანაძე - აქ პროტესტის მშვიდობიანად გამოსახატად ვართ, მაინტერესებს, რამდენ წყლის ჭავლს გამოიყენებენ და რამდენ ტყვიას ისვრიან
სერგი კაპანაძე - აქ პროტესტის მშვიდობიანად გამოსახატად ვართ, მაინტერესებს, რამდენ წყლის ჭავლს გამოიყენებენ და რამდენ ტყვიას ისვრიან

აქ ვართ, რათა პროტესტი გამოვხატოთ მშვიდობიანად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ცესკო-ს შენობასთან განუცხადა.

„აქ მოვიდნენ მოქალაქეები, რათა მშვიდობიანი ფორმით პროტესტი გამოხატონ. ყველა აქ ვართ იმისთვის, რომ მშვიდობიანად გამოვხატოთ პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა და ჟვანიამ მოგვპარეს არჩევანი. გვაქვს უფლება, აქ, ამ ადგილას ვიყოთ. სანამ ჩვენი დეკლარირებული მიზნები არ იქნება დაკმაყოფილებული, აქ ვაპირებთ ყოფნას. რამდენ წყლის ჭავლს გამოიყენებენ და რამდენ ტყვიას ისვრიან, მაინტერესებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცესკო-ს შენობასთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ჯებირისა და პოლიციის კორდონი გარღვევა დაიწყეს. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს და სამინისტრომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.