სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ნატო-ში ფინეთის გაწევრიანება კონფლიქტის მნიშვნელოვანი ესკალაციის რისკებს ქმნის
სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ნატო-ში ფინეთის გაწევრიანება კონფლიქტის მნიშვნელოვანი ესკალაციის რისკებს ქმნის

ნატო-ში ფინეთის გაწევრიანება კონფლიქტის მნიშვნელოვანი ესკალაციის რისკებს ქმნის, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ნატო-ს გაფართოების ფონზე, რუსეთი, ბელარუსთან ერთად, უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.

„ნატო დგამს მთელ რიგ ნაბიჯებს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გასაზრდელად. ისინი აძლიერებენ საბრძოლო მომზადებას და სადაზვერვო აქტივობებს რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან ახლოს. ფინეთი გახდება ალიანსის წევრი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნის კონფლიქტის მნიშვნელოვანი ესკალაციის რისკებს, მაგრამ ეს არ იმოქმედებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგზე. ამ პირობებში ჩვენ ვიღებთ საპასუხო ზომებს და ვიცავთ მოკავშირე სახელმწიფოს უსაფრთხოებას. ბელარუსის ზოგიერთმა ბომბდამშენმა მიიღო მტრის ობიექტებზე ბირთვული იარაღით დარტყმის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა „ისკანდერ ემის“ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემები. მას შეუძლია, გამოიყენოს როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული რაკეტები“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

ფინეთი ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა.