სერგეი ლავროვი – ვლადიმერ პუტინმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან და ფინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი მათი თხოვნით გამართა, ევროპის მიდგომაში კვლავ ვერ ვხედავთ ვერანაირ ცვლილებას

20:11, 27.10.2026

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დღეს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორესა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან სატელეფონო საუბარი მათი თხოვნით გამართა.

„ამ საუბრების ჩანაწერები ჯერ არ მინახავს, თუმცა, როგორც ჩანს, არც ამჯერად თქმულა რაიმე ახალი. ევროპის მიდგომაში კვლავ ვერ ვხედავთ ვერანაირ ცვლილებას“, – აღნიშნა ლავროვმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა, მოგვიანებით კი ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრნენ.

 

მსგავსი