ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა, მოგვიანებით კი ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრნენ

14:54, 27.10.2026

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გარ სტიორესთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ „ტასს“ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

ინფორმაციას ადასტურებენ ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც და აღნიშნავენ, რომ მოგვიანებით ორივე ლიდერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც დაუკავშირდა.

ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პუტინთან საუბარი აბუ დაბიში მოსალოდნელ შეხვედრებს ეხებოდა. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მომლაპარაკებლები ნოემბრის დასაწყისში აბუ დაბიში ტექნიკური დონის შეხვედრებზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ აისახება ჩვენს და ევროპის ფართო უსაფრთხოებაზე. ომის დასრულებას პირდაპირი მოლაპარაკებები სჭირდება“, – განაცხადა სტუბმა.

სტუბისა და სტიორეს განცხადებით, ისინი ევროპის სახელით არ საუბრობდნენ.

მანამდე ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა აღნიშნა, რომ ევროპისთვის უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის შექმნისას რუსეთთან ნდობის აღდგენის მექანიზმებიც უნდა განვითარდეს.

მსგავსი