სერგეი გავრილოვი - არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე
სერგეი გავრილოვი - არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე

არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა.

„პრობლემა არ მაქვს. მზად ვარ გავაკეთო კომენტარი ხვალ, სხდომის შემდეგ. ვნახე ფიქნიუსი რუსი დეპუტატების შესახებ. გავრილოვს მონაწილეობა არასდროს მიუღია არანაირ მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს ტყუილია“, – განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნა. საქართველოში ჩამოვიდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი, რომელიც ღიად უჭერს მხარს რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას.

ამასთან, მოქალაქეთა ჯგუფმა მისი ჩამოსვლა გააპროტესტა. სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები გავრლოვის საქართველოში ჩამოსვლას სამარცხვინოს უწოდებენ.