სერბი ახალწვეული ლიეტუვიდან - ბათუმის „დინამომ“ ლუბისავლიევიჩი დაიმატა #1TVSPORT
სერბი ახალწვეული ლიეტუვიდან - ბათუმის „დინამომ“ ლუბისავლიევიჩი დაიმატა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს – საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა სერბი ცენტრალური მცველი დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 26 წლის სერბი მცველი ნემანია ლუბისავლიევიჩი დაიცავს. კონტრაქტი ერთწლიან ურთიერთთანამშრომლობასა და ხელშეკრულების გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს“, – წერია კლუბის განცახადებაში.

სერბი ფეხბურთელი ბათუმელებმა ლიეტუვის ჩემპიონ „ჟალგირისიდან“ დაიმატეს, რომელიც კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და ბრატისლავისსლოვანის“ ქართველების წინააღმდეგაც ითამაშა.

ლუბისავლიევიჩმა კარიერა 2013 წელს სერბულ „პრვა პეტოლეტკაში“ 16 წლის ასაკში დაიყო. 2016 წელი „იაგოდინაში“ გაატარა, შემდეგ სერბეთის უმაღლესი ლიგის ნიშის „რადნიჩკიში“ გადავიდა, საიდანაც იჯარით პირველი ლიგის „ვრანიეში“ გაუშვეს. 2017 წლის ზაფხულში ლუბისავლიევიჩი ხორვატიის მეორე ლიგის „გორიცაში“ ჩაირიცხა, რომელთან ერთადაც ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდა.

2020 წლიდან „ჟალგირისში“ თამაშობს, სადაც სამჯერ ქვეყნის ჩემპიონი, თითოჯერ კი ქვეყნის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.