სერ ალექს ფერგიუსონმა ერიკ თენ ჰაგის იდეალურ შემცვლელად მასიმილიანო ალეგრი დაასახელა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ჩამოყალიბდა გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ერიკ თენ ჰაგის შემცვლელზე მისი განთავისუფლების შემთხვევაში.
როგორც La Gazzetta dello Sport წერს, ფერგიუსონმა პირადად მოიწონა „იუვენტუსიდან“ გაშვებული მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურა. აღნიშნავენ, რომ შოტლანდიელი თენ ჰაგის იდეალურ შემცვლელად სწორედ ალეგრის მიიჩნევს.
იტალიური გამოცემა წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა თენ ჰაგის მომავალზე გადაწყვეტილებას ორი მატჩის შემდეგ მიიღებს. პოტენციურ კანდიდატებს შორის ასევე სახელდება „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი.
ექვსი ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-12 ადგილზეა პრემიერლიგაში.