სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბრუნდება #1TVSPORT
სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბრუნდება #1TVSPORT

ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ახლოს არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებასთან.

როგორც გაზეთი Daily Mail წერს, შოტლანდიელი სპეციალისტი სათავეში ჩაუდგება ინგლისური კლუბის ანალიტიკურ განყოფილებას, რომელიც დაეხმარება და კონსულტაციას გაუწევს ხელმძღვანელობას.

განყოფილებაში ასევე შევლენ „იუნაიტედის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ გილი, გუნდის ექს-კაპიტანი ბრაიან რობსონი და კლუბის სპორტული დირექტორი ჯონ მერტო.

ფერგიუსონი 80 წლისაა. მან „მანჩესტერ იუნაიტედში“ 1986-2013 წლებში იმუშავა და 13 მიიყვანა გუნდი პრემიერლიგის ჩემპიონობამდე.