Daily Mail-ი - „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თომას ტუხელთან უკვე მოლაპარაკებები გამართა #1TVSPORT
Daily Mail-ი - „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თომას ტუხელთან უკვე მოლაპარაკებები გამართა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე გამართა მოლაპარაკებები „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელთან თომას ტუხელთან, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს მიუნხენურ კლუბს. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა Daily Mail-მა.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბის ბოსებს ასევე ჰქონდათ კონტაქტი პრემიერლიგაში გადასული „იფსვიჩის“ მთავარ მწვრთნელთან კირან მაკენასთან.

ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელ მწვრთნელს ერიკ თენ ჰაგს დაითხოვენ პოსტიდან ინგლისის თასის ფინალის ნებისმიერი შედეგის მიუხედავად. ასევე პრესაში ხაზი გაუსვეს იმას, რომ ტუხელი სერიოზულად განიხილავს ინგლისში დაბრუნებას და „იუნაიტედში“ მუშაობის პერსპექტივას.