„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი მოიგო #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი მოიგო #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთ-ერთი უძველესი ტურნირის, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის გამარჯვებულია. ფინალში ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა თანაქალაქელი „სიტი“ 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა „იუნაიტედის“ უპირატესობით დაიწყო და 30-ე წუთზე ალეხანდრო გარნაჩომ ანგარიში გახსნა. მალევე, 39-ე წუთზე კობი მეინუმ თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში „მანჩესტერ სიტი“ გააქტიურდა, თუმცა გოლის გატანას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა. საბოლოოდ, 87-ე წუთზე ჯერემი დოკუმ ჩამორჩენა შეამცირა.

შედეგად, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ისტორიაში მეცამეტედ მოიგო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „არსენალს“ აქვს, რომელიც თასს 14-ჯერ დაეუფლა.