სექტემბრის ბაშოზე ტოჩინოშინის მეოთხე ბრძოლა ყველაზე დაძაბული და დრამატული გამოდგა [ვიდეო] #1TVSPORT
სექტემბრის ბაშოს მეოთხე დღეს ქართველი მე-8 მაეგაშირა ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მე-8 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის შეხვდა. ქართველის მეტოქემ ორთაბრძოლა თავიდანვე აგრესიულად დაიწყო და ტოჩი კიდესთან აღმოჩნდა, ქართველმა წინააღმდეგობა კი გაუწია და დიჰიოზე წააქცია კიდეც ჰოკუტოფუჯი, მაგრამ მანამდე საასპარეზო მოედანი თავად დატოვა და ოშიდაშით წაგება ჩაეთვალა.
4 დღის შემდეგ ლევანს 2-2 წაგება მოგება აქვს. ტოჩის მომდვენო მეტოქე მისთვის კარგად ნაცნობი ენდო იქნება.