სენსაცია 25-ე ტურში - „საბურთალომ“ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა
სენსაცია 25-ე ტურში - „საბურთალომ“ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას“ ესტუმრა და მოულოდნელად, მისი დამარცხება ვერ შეძლო.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა. გოლის გატანის შანსი ჰქონდა გეგა დიასამიძეს, გიორგი გაბედავას, ოგნიენ როლოვიჩს, ელვინ ტერას და ლევან კაკუბავას, მაგრამ „ვიტ ჯორჯიას“ მეკარე ლევან ისერგიშვილმა შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარა, გუნდი რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა და „ვიტ ჯორჯიას“ ქულა მოუტანა.

მოქმედმა ჩემპიონმა აუტსაიდერთან უმნიშვნელოვანესი ორი ქულა დაკარგა და 44 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, ხოლო „ვიტ ჯორჯიამ“ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა, ზედიზედ მეორე შეხვედრაა არ აგებს და ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსს ინარჩუნებს.