სენატორი ბერნი სანდერსი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს
სენატორი ბერნი სანდერსი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ბერნი სანდერსი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს.

მხარდამჭერებთან მიმართვაში ვერმონტის შტატის დამოუკიდებელმა სენატორმა თქვა, რომ 2016 წელს დაწყებული პოლიტიკური რევოლუციის დასრულების დროა.

სანდერსმა დონალდ ტრამპს აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სახიფათო პრეზიდენტი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის დამარცხებას შეძლებს.

მიმართვაში ბერნი სანდერსი აცხადებს, რომ მთავარი გზავნილი უცვლელი იქნება – უთანასწორო შემოსავლების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების „კორუფციული“ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე რასობრივი სამართლიანობა და პროგრესული საგარეო პოლიტიკა. სანდერსი ასევე ამბობს, რომ იბრძოლებს კლიმატური ცვლილებებისთვის, სამართლიანი სავაჭრო პოლიტიკისა და ყოვლისმომცველი საიმიგრაციო რეფორმისთვის.

სანდერსმა დონალდ ტრამპს რასისტი, სექსისტი და ქსენოფობი უწოდა. მისივე თქმით, ტრამპი ამერიკულ ღირებულებებს ძირს უთხრის.

ბერნი სანდერსი პოლონური და რუსული წარმოშობის ებრაელების ოჯახში დაიბადა. ჩიკაგოს უნივერსიტეტში სწავლისას სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში იყო ჩართული.