სემეკ-მა გენერაციის ობიექტებს ახალი ტარიფები და საფასურები დაუდგინა
სემეკ-მა გენერაციის ობიექტებს ახალი ტარიფები და საფასურები დაუდგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებს ტარიფები და საფასურები დაუდგინა. სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურებისათვის დადგინდა 3-წლიანი ტარიფები, ხოლო თბოელექტროსადგურებისათვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურები განისაზღვრა 2021 წლისათვის, ერთ წლიან რეგულირების პერიოდზე.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან.

„შპს „ენგურჰესისთვის“ 2021-2023 წლებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 1.857თეთრი/კვტსთ-ით. ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია 1.358 თეთრი/კვტსთ. შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ 2021-2023 წლებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფმა შეადგინა 2.565 თეთრი/კვტსთ. ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია 2.206 თეთრი/კვტსთ.

2021-2023 წლებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დადგინდა სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციას“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისთვის – რიონჰესი, ლაჯანურჰესი, ძევრულჰესი და გუმათჰესების კასკადისთვის: „რიონჰესის“ ახალი ტარიფი განისაზღვრა 1.436 თეთრი/კვტსთ-ით, ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია 4.060; „გუმათჰესის“ ახალი ტარიფია 2.494 თეთრი/კვტსთ, ხოლო ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფი შეადგენს 2.209 თეთრი/კვტსთ-ს; „ლაჯანურჰესისთვის“ ახალი ტარიფი შეადგენს 2.768 თეთრი/კვტსთ-ს, ხოლო მოქმედი ტარიფია 1.679 თეთრი/კვტსთ; „ძევრულჰესის“ ახალი ტარიფია 4.653 თეთრი/კვტსთ, ხოლო მოქმედი ტარიფია 1.986 თეთრი/კვტსთ.

თბოელექტროსადგურებისთვის განისაზღვრა გარანტირებული სიმძლავრის საფასურები, რომელთა მოქმედების ვადაა 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი: შპს „ჯიფაუერისთვის“ – 40.585 ლარი/დღეზე. ამ ეტაპზე მოქმედი საფასურია – 47.898 ლარი/დღეზე; შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ – 423.024 ლარი/დღეზე. ამ ეტაპზე მოქმედი საფასურია – 404.214 ლარი/დღეზე; შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ (N9 ბლოკი) – 69.649 ლარი/დღეზე, ხოლო ამ ეტაპზე მოქმედი საფასურია 77.330 ლარი/დღეზე; შპს „საქართველოს გაერთიანებული ენერგეტიკული კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული N3 ბლოკისთვის გარანტირებული სიმძლავრის ახალმა საფასურმა შეადგინა 21.635 ლარი/დღეზე. მოქმედი საფასურია 25.159 ლარი/დღეზე; N4 ბლოკისთვის ახალი საფასურია – 23.594 ლარი/დღეზე, ხოლო ამ ეტაპზე მოქმედი საფასურია – 27.444 ლარი/დღეზე“, – ნათქვამია სემეკ-ის ინფორმაციაში.