სემ ვორბარტონმა სარაგბო კარიერა დაასრულა

15:41, 18.07.2018
AUCKLAND, NEW ZEALAND - JULY 08:  Lions captain Sam Warburton speaks during the NZRU Post Match Function at Sky City following the Test match between the New Zealand All Blacks and the British & Irish Lions on July 8, 2017 in Auckland, New Zealand.  (Photo by All Blacks Collection/Getty Images)

„კარდიფ ბლუზის“, უელსის და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მესამეხაზელმა, სემ ვორბარტონმა სარაგბო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა. მან უელსის ნაკრებში 74-ჯერ ითამაშა და გუნდს 49-ჯერ უკაპიტნა.

ვორბარტონმა ბოლო შეხვედრა 2017 წლის ივნისსში ითამაშა და მას მერე კისრისა და ფეხის ტრავმების მოშუშებას ცდილობდა.

მორაგბემ განცხადება დღეს გაავრცელა –

„სამწუხაროდ, დასვენებისა და რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სარაგბო კარიერის დასრულების დრო მოვიდა. პრიორიტეტი რა თქმა უნდა ჯანმრთელობაა და სამწუხაროდ ჩემი ორგანიზმი არ მაძლევს ვარჯიშისთვის სრულყოფილად დაბრუნების საშუალებას.

მინდა მადლობა ვუთხრა უელსის რაგბის კავშირს და „კარდიფ ბლუზს“, რომლებიც ბოლომდე გვერდში დამიდგნენ.

პირველად რაგბი 10 წლის ასაკში ვითამაშე და ყოველთვის ვოცნებობდი, რომ კარიერის მანძილზე „ბლუზში“, უელსის ნაკრებში და ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებში აღმოვჩნდებოდი. როდესაც ჩემს სათამაშო კარიერას ვიხსენებ, სიამაყით ვივსები იმის გამო, რასაც მივაღწიე. ამ წარმატებაში ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა და მინდა თითოეულ მათგანს ვუთხრა მადლობა.“

მან სრული პროფესიონალური კარიერა „კარდიფ ბლუზში“ გაატარა, სადაც 2009 წლიდან 2017 წლის ჩათვლით თამაშობდა. კლუბთან ერთად 2010 წელს მან „ევროპის ჩელენჯ თასი“ მოიგო.

მსგავსი