„სელტიკმა“ საქმე გაირთულა, „პაოკმა“ წაგებული მატჩი შემოატრიალა
„სელტიკმა“ საქმე გაირთულა, „პაოკმა“ წაგებული მატჩი შემოატრიალა

8 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის სამი მატჩი გაიმართა.

საკმაოდ საინტერესო გამოდგა საბერძნეთის ქალაქ სალონიკიში გამართული თამაში ადგილობრივ „პაოკსა“ და მოსკოვის „სპარტაკს“ შორის. მე-7 და მე-17 წუთებზე, პოპოვმა და პრომესმა, მასპინძელთა კარში თითო გოლი გაიტანეს და მოსკოველები 2-0 დაწინაურდნენ, თუმცა ბერძნული გუნდი სულით არ დაეცა, პირველ ტაიმშივე შემოატრიალა თამაში და 44-ე წუთზე ანგარიში უკვე 3-2 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. ამის შემდეგ სიტუაცია მოედანზე აღარ შეცვლილა.

დარჩენილ ორ მატჩში გლაზგოს „სელტიკმა“, საკუთარ მოედანზე, ათენის „აეკს“ ვერაფერი მოუხერხა (1-1), ხოლო ავსტრიულმა „ზალცბურგმა“ მაკედონიური „შკენდია“, ასევე შინ, 3-0 დაამარცხა.