სეისმური მონიტორინგის ცენტრი საქართველოს საზღვართან მომხდარ მიწისძვრაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს
სეისმური მონიტორინგის ცენტრი საქართველოს საზღვართან მომხდარ მიწისძვრაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან ხუთ კილომეტრში, 27 კილომეტრის სიღრმეზე იყო, ხოლო სიძლიერემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო, ხოლო სიძლიერე 4.4 მაგნიტუდას შეადგენდა. მონაცემები მოგვიანებით დაზუსტდა.