საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

00:08, 04.05.2020

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 00:04 საათზე დაფიქსირდა.

საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

ბიძგების სიძლიერემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.

მსგავსი