საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა საზონოვმა ევროპული კლუბების სკაუტების ყურადღება მიიპყრო, მათ შორის კი განსაკუთრებით იტალიელები აქტიურობენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის ფეხბურთელს (მოსკოვის „დინამოში“ თამაშობს) იტალიის სერია A-ს კლუბები აკვირდებიან. ცნობილი გახდა, რომ საზონოვს ევროპელებმა ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში მიაქციეს ყურადღება. მაშინ მასთან მოლაპარაკებას ესპანური კლუბი „ესპანიოლი“ აწარმოებდა, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი არ გამოვიდა.
გავრცელებული ცნობებით, საბას ტოპ ლიგების გუნდები ახლაც აკვირდებიან, ყველაზე დიდ ინტერესს კი იტალიის სერია A-ს გუნდები იჩენენ. ეს საზონოვის კლუბშიც დაადასტურეს, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს ნაკრების მცველს კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელს არ შეუშლიან, მაგრამ როდის შედგება ტრანსფერი და რომელ კლუბში ითამაშებს საზონოვი, ეს არ კონკრეტდება.
საზონოვს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს უმთავრდება. მიმდინარე სეზონში 21 წლის მცველმა გუნდის შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა.
2022 წელს საზონოვი მსოფლიოს 200 ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მოთამაშეს შორის საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ მცველთან, ირაკლი აზაროვთან ერთად მოხვდა. მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების სია, მათი გამოცდილების ინდექსის მიხედვით, სპორტის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, CIES Football Observatory-მ გამოაქვეყნა.