საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი -112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შედის.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,- აღნიშნულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა, 112-მა დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედიოდა.