საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის, ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება

08:39, 20.09.2026

ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის, – ამის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, 112-ის განცხადებაშია აღნიშნული.

„გაცნობებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის.

თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 591544375; 591946870; 591946840; 591544384; 577011174; 598087761; 599842206; 577011241.

ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.

ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი