საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევ კონკურსში ათი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევ კონკურსში ათი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ათმა კანდიდატმა გამოთქვა.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ესენი არიან: ზაზა აბაშიძე, თამარ ამაშუკელი, ნათია კაპანაძე, გრიგოლ მურღულია, ბონდო მძინარაშვილი, ოთარ შაორშაძე, დოდო შონავა, კონსტანტინე ჩლაიძე, ნინო ჭალაგანიძე და ზაურ ხალილოვი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტმა კონკურსი მიმდინარე წლის 17 მარტს გამოაცხადა.