საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტმა კონკურსი გამოაცხადა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტმა კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი ახალი კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა.

არჩილ თალაკვაძის შესაბამისი ბრძანება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბრძანების მიხედვით, კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 მარტი.