საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის - ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ტელემაყურებელთა კვლევას აქვეყნებს
საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის – ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ტელემაყურებელთა კვლევას აქვეყნებს.
კვლევა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სონარმა“ ჩაატარა.
კვლევამ აჩვენა, რომ სამცხე-ჯავახეთში გამოკითხულთაგან 50,5 პროცენტი, ხოლო ქვემო ქართლში – 37 პროცენტი პირველი არხის მაყურებელია.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში მაყურებელთა 67 პროცენტმა და სამცხე-ჯავახეთში 57 პროცენტმა აღნიშნა, რომ საინფორმაციო, გასართობი ან შემეცნებითი გადაცემების საყურებლად სოციალურ ქსელს იყენებს.
ძირითადად გამოყენებულ სოციალურ ქსელად ორივე რეგიონში გამოკითხულთა 60 პროცენტზე მეტი ფეისბუქს ასახელებს.