საულ ალვარესი წლის მოკრივე გახდა
საულ ალვარესი წლის მოკრივე გახდა

ავტორიტეტულმა საკრივო ჟურნალმა The Ring-მა 2019 წელი შეაჯამა.

გამოცემის ვერსიით, წლის საუკეთესო მოკრივე გახდა მექსიკელი საულ ალვარესი. მან 2019 წელს გააერთიანა ტიტულები საშუალო წონაში და მოიპოვა WBO-ის საჩემპიონო ქამარი ნახევრადმძიმე წონაში.

წლის მწვრთნელად დასახელდა ალვარესის დამრიგებელი ედი რეინოსო.

საუკეთესო ბრძოლად გამოაცხადდა WBSS-ის ფინალი უმჩატეს წონაში იაპონელ ნაოია ინოუესა და ტაილანდელ ნონიტო დონერს შორის.

ამერიკელი დეონტეი უაილდერის გადამწყვეტი დარტყმა ლუის ორტისთან ბრძოლაში აღიარეს 2019 წლის საუკეთესო ნოკაუტად.

წლის მოულოდნელობა გახდა მექსიკელი ენდი რუისის ვადაზე ადრე გამარჯვება ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან პირველ ორთაბრძოლაში. ამ ბრძოლის მესამე რაუნდმა გაიმარჯვა ნომინაციაში – წლის რაუნდი.

წლის მოვლენა გახდა ჯოშუასა და რუისის რევანში, რომელშიც ბრიტანელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

საუკეთესო ახალგაზრდა მოკრივე გახდა ვერჯილ ორტისი.