ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა, ლიგა 2-ის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
საუკეთესო მოთამაშედ, საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველი ვაკო თევდორაძე დასახელდა, ხოლო მწვრთნელად საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ დამრიგებელი დენის ხომუტოვი, რომელმაც გუნდი პელი-აუტში გაიყვანა.
ლიგა 2-ის მეოთხე წრის სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:
ანდრე ნონოსი („სამგურალი“), – ვასილ ხოსიტაშილი („გაგრა“), მალხაზ გაგოშიძე („დინამო“ ბთ), გიორგი გეთიაშვილი („ვიტ ჯორჯია“), დოს რეის რამოსი („შუქურა“) – თორნიკე გაფრინდაშვილი („გაგრა“), ფილიპე ნუნიეში (ქობულეთის „შუქურა“), რატი კაკიაშვილი („გაგრა“), ფილიპე პაიმი („შევარდენი 1906“) – ვაკო თევდორაძე („დინამო“ ბთ), ჯოვანი ფლამარიონი („დინამო“ ბთ).