„მსოფლიო რაგბიმ“ იაპონიაში გუშინ დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ლელო დაასახელა.
მიუხედავად იმისა, რომ რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არაერთი შთამბეჭდავი ლელო დაიდო, ტურნირის საუკეთესო ლელოს ავტორად ახლაზელანდიელი ტიჯეი პერენარა გამოარჩიეს.
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ლელო კი „ოლ ბლექსის“ მორაგბემ ახალი ზელანდიისა და ნამიბიის შეხვედრაში დადო.