საუკეთესო ასისტენტი დარციმელიაა - ევროსეზონის და ჩემპიონატის აღმოჩენა 20 წლისაა
საუკეთესო ასისტენტი დარციმელიაა - ევროსეზონის და ჩემპიონატის აღმოჩენა 20 წლისაა

32-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვა ჩემპიონიც (თბილისის „დინამო“) და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.

ბომბარდირი უკვე ცნობილია – გორის „დილას“ თავდამსხმელმა მიკოლა კოვტალიუკმა 10 გოლი გაიტანა და კონკურენტები ჩამოიტოვა.

ბომბარდირები

1. მიკოლა კოვტალიუკი, დილა 10 გოლი

2. ირაკლი სიხარულიძე, ლოკომოტივი 9

3. ჯაბა ჯიღაური, დინამო ბთ. 8

4. ნოდარ ქავთარაძე, დინამო თბ. 8

5. გიორგი ფანცულაია, ტორპედო 7

ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა თბილისის „ლოკომოტივის“ 20 წლის ნახევარმცველმა, სეზონის ერთ-ერთმა მთავარმა აღმოჩენამ, ბექა დარცმელიამ შეასრულა – 6 პასი. ის თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, „ლოკომოტივში“ კი 2019 წელს გადავიდა. ის იყო გუნდის ერთ-ერთი გმირი ზაფხულში, როდესაც „ლოკომოტივმა“ ევროპის ლიგაზე ორი ეტაპი გადალახა და დიდი სენსაციის ავტორი გახდა.

საგოლე პასი

1. ბექა დარცმელია, ლოკომოტივი – 6 პასი

2. ოთარ ჯავაშვილი, ჩიხურა – 4

3. თორნიკე კირკიტაძე, ლოკომოტივი – 4

4. ირაკლი სიხარულიძე, ლოკომოტივი – 4

5. ოლივიე ბუმალი, საბურთალო – 3

გორის „დილასთან“ დარცმელიას არყოფნაც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თბილისის „ლოკომოტივმა“ მნიშვნელოვანი მატჩი ვერ მოიგო და მესამე ადგილი და ევროპის ლიგაზე თამაშის შანსი ხელიდან გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ დარცმელიას გარდა, „ლოკომოტივს“ ასევე დააკლდნენ გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გაბაძე, ნიკა სანდოხაძე, გიორგი იაკობიძე, დათო კირკიტაძე, რატი მჭედლიშვილი და დათო სამურკასოვი.