საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ორი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ორ ქართველ ძალოსანს ვიხილავთ. 61 კგ წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძე B ჯგუფში გამოვა. შეჯიბრება 12:30 საათზე დაიწყება.
17:30 საათიდან კი ფიცარნაგზე A ჯგუფის ძალოსნები დაიწყებენ ასპარეზობას, სადაც ჩვენი ქვეყნის ღირსებას შოთა მიშველიძე დაიცავს. რეპორტაჟს ტელესკოლის პირდაპირ ეთერში იხილავთ.
ერევანში გამართულ ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე მიშველიძემ ატაცში 129, 133 და 136 კგ დაძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის აკვრაში 155 და 162 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა, ორჭიდში ჯამში კი 298 კგ მოაგროვა, რითიც კონტინენტის ჩემპიონობა იზეიმა.
ევროპირველობაზე გოდერძი ბერდელიძემ ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამშიც მეოთხე შედეგი დააფიქსირა.