საუდის არაბეთის პრინცი „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საუდის არაბეთის პრინცი „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდი არგენტინაში „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ სამეფოს ენერგეტიკიs, მრეწველობისა და მინერალური რესურსების მინისტრმა განაცხადა.
„ტახტის მემკვიდრე მონაწილეობას მიიღებს არგენტინაში ოცეულის ჯგუფის სამიტში“, – ციტირებს მინისტრის განცხადებას არაბული ტელეკომპანია Al Arabiya.
„დიდი ოცეულის“ სამიტი ბუენოს-აირესში 30 ნოემბერიდან 1დეკემბრამდე არის დაგეგმილი.
ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ლიდერების წინა შეხვედრაზე საუდის არაბეთს ფინანსთა მინისტრი წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დამკვეთად საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს მიიჩნევს. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ პრინცმა მასთან საუბრისას მკვლელობასთან კავშირი არაერთხელ უარყო.