საუდის არაბეთის ნაკრებს ხუან ანტონიო პიცი მოამზადებს
საუდის არაბეთის ნაკრებს ხუან ანტონიო პიცი მოამზადებს

მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ მონაწილეს, საუდის არაბეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდს 2018 წლის მუნდიალისთვის არგენტინელი ხუან ანტონიო პიცი მოამზადებს.

49 წლის სპეციალისტმა ამ პოსტზე თავისი თანამემამულე ედგარდო ბაუსა შეცვალა, რომელმაც გუნდთან ერთად მხოლოდ ორი თვე იმუშავა.

პიცი გახდა საუდის არაბეთის მესამე მწვრთნელი ბოლო სამი თვის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში, ბაუსამ დაიკავა ჰოლანდიელი ბერტ ვან მაარვიკის ადგილი, რომელმაც გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოაპოვებინა.

პიცი ბოლო ორი წელი ჩილეს ნაკრებს ავარჯიშებდა და ამ გუნდს 2016 წელს კოპა ამერიკა მოაგებინა, მაგრამ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე ვერ გაიყვანა, რის გამოც თანამდებობა დატოვა.