ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარა“ გაიხსნა. ერთ-ერთი პირველი გუნდი „საბურთალოა“, რომელმაც წასული ფეხბურთელების გვარები დაასახელა.
საქართველოს ახალ ჩემპიონი სამ მოთამაშეს შეელია – დიმიტრი ტატანაშვილს, დავით თარგამაძესა და ნოდარ იაშვილს. ისინი კლუბს უკვე დაემშვიდობნენ.
იაშვილი თბილისელთა შემადგენლობაში 2014 წლიდან ასპარეზობდა, ტატანაშვილი გუნდს 2018 წლის დასაწყისიდან შეურთდა, ხოლო დავით თარგამაძე – ზაფხულიდან.